დახურვა
სტილი
17.06.2022

მოდელი თამო ვაშალომიძე საქართველოში ფემიციდის შემთხვევებს ფოტოსესიით და სოციალურ ქსელში გამოქვეუნებული ტექსტით ეხმაურება:

"საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იმატა ფემიციდის შემთხვევებმა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება.

მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს, მოვუწოდო ქალებს, რომ არასდროს, არავის და არაფრის გამო არ შეურიგდნენ ძალადობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმძიმეს შედეგამდე მივყავართ.

ყველა, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ნუ დამალავთ, ხმამაღლა თქვით ამის შესახებ. დახმარებისთვის მიმართეთ პოლიციას, შესაბამის ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაცული იყოს შენი უფლებები და ყველაზე მთავარი - შენი სიცოცხლე"- წერს თამო ვაშალომიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×