დახურვა
სტილი
04.07.2022

„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად საფრანგეთში იმყოფება, მან და მისმა დამ, ნანუკამ დედას, ნათია ბანძელაძეს და ბებია-ბაბუას არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვეს და საფრანგეთში დაპატიჟეს სამოგზაუროდ.

"საფრანგეთში ვართ მთელი ოჯახი ერთად, შარშან პირველად შევძელი, ამესრულებინა ბებოსა და ბაბუს ოცნება და პარიზი მენახვებინა…

იმ დროს, დედა ვერ ჩამოვიყვანე სამსახურის გამო, ამიტომ წელს, მე და ნანუკამ გადავწყვიტეთ, საჩუქარი გაგვეკეთებინა დედასთვის და ბებო-ბაბუსთვის და ერთად დაგვესვენა.

ნათია, არასდროს არაფერს იმჩნევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან გადაღლილია ემოციურად და მორალურად, ამიტომ ძალიან გვინდოდა, როდისმე მაინც დაესვენა და სიამოვნება მიეღო.

ამჟამად ლიონში ვართ, სადაც ულამაზესი ბუნებაა და გარდა ამისა, აქაური უძველესი რესტორნები და სასტუმროები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა არქიტექტურა – ლიონში კი  ისტორია რომანული ეპოქიდან იწყება და ამ პერიოდის არქიტექტურის გადმონაშთების ნახვა ქალაქის ცენტრშია შესაძლებელი...

თუ მაქვს შესაძლებლობა, ყოველთვის მინდა ახალი ადგილების ნახვა.

მოგზაურობაზე მნიშვნელოვანი სულისთვის. გულისთვის და გონებისთვის არაფერი მგონია, იმიტომ, რომ საუკეთესო საშუალებაა კულტურის, საკვების, ახალი ადგილების, მუსიკისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების აღმოსაჩენად", - უამბო ნინი გოგიჩაიშვილმა "ფორტუნას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×