დახურვა
სტილი
04.07.2022

ნუცა ბუზალაძემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი ვიდეორგოლის გადაღებას ასახავს.

ეს არის მისი პირველი კლიპი, რომელსაც დუბაიში იღებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი რამდენიმე თვეა, იქ გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ და დუბაის თეატრში გამოდის ბენდის თანხლებით.

„ჩავწერე სამი ახალი სიმღერა, ორი ჩემია, ერთი კი – მიშელ ლეგრანის The Windmills of Your Mind-ის აკუსტიკური ვერსიაა. სწორედ ამ უკანასკნელზე გადავიღეთ სტუდიური ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. კლიპში დუბაიში მოღვაწე დიზაინერის სამოსი მაცვია. მას მივმართავ ხოლმე ხშირად, როდესაც სასცენო სამოსზეა საუბარი. სულ მინდოდა ამ სიმღერის ჩაწერა, დასაწყისში ფრანგულად ვმღერი, მერე ინგლისურად ვაგრძელებ. სხვათა შორის, მქონდა იდეა, არაბულად მემღერა, მაგრამ შემდეგ ფრანგულ-ინგლისური ვერსიის ჩაწერა გადავწყვიტე.

რაც შეეხება დანარჩენ ორ სიმღერას, მათზეც მინდა კლიპების გადაღება – ერთის საქართველოში და მეორეს, ალბათ, ისევ დუბაიში გადავიღებ… მინდა, სამი ახალი ვიდეორგოლი მქონდეს“, - უამბო ნუცა ბუზალაძემ "ფორტუნას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×