დახურვა
სტილი
04.07.2022

ტელესახე, დიზაინერი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი „იმედზე“ თეონა თავართქილაძის რუბრიკას ესტუმრა და ბევრ შეკითხვას უპასუხა თავის მოვლასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და მამაკაცებთან დაკავშირებითაც.

კითხვაზე, რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი, სალომე პასუხობს:

„მე ვფიქრობ, ასაკი სილამაზეს არ აქვს. ქალი მაშინ არის ლამაზი, როდესაც არის ბედნიერი. სიბრჭყვიალე მაშინ აქვს, შიგნიდან მოდის. ყოველთვის მინდა, მამაკაცებს ვურჩიო, ვუთხრა, რომ მათ გვერდით მყოფი ქალები გააბედნიერონ. ყველა ასაკში შეიძლება, ქალი ლამაზი იყოს, მაგრამ ჩემთვის ქალები 50 წელს ზემოთ განსაკუთრებით ლამაზები არიან, ცხოვრებისული გამოცდილება მეტ შინაარსს აძლევს“.

სალომეს ასევე ჰკითხეს ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის შესახებ, რომლებიც ყველა კრიტერიუმით მოსწონს:

„მამაკაცებს შორის დავასახელებდი ზურას, მომწონს გარეგნობით, ხასიათით და ცხოვრების სტილით. ერთი ქალის გამორჩევა გამიჭირდება…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×