დახურვა
სტილი
05.07.2022

გუ­შინ, ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ეს­პა­ნე­თი ან­გა­რი­შით 82:76 და­ა­მარ­ცხა.

თა­მა­შის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ახალ­გაზ­რდა წევ­რი რატი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რატი 2020 წლი­დან აშშ-ში სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის "კრე­ი­ტონ­ში“ თა­მა­შობს, თუმ­ცა კლუბ­ში გა­დას­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო, რის გა­მოც, მისი დე­ბი­უ­ტი ხან­გრძლი­ვი ხნით გა­და­ი­დო და თა­მაშს 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­უბ­რუნ­და.

ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კა­ლათ­ბურ­თის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­საც უწო­დე­ბენ, 2001 წლის 19 მარტს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. სი­მაღ­ლე­ში 1.93 სმ და წო­ნით 84 კგ. ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის წევ­რია. წარ­სულ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის, ასე­ვე 16-წლამ­დელ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი გახ­ლდათ.

2022 წლის მარ­ტში BIG EAST-ის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნალ­ში თა­მა­ში­სას ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა, უკ­რა­ი­ნის დრო­შით ამ ქვეყ­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტა, რო­მელ­საც "კრე­ი­ტონ­ში" მისი ლი­ე­ტუ­ვე­ლი გუნ­დე­ლი მო­დეს­ტას კან­ცლე­რი­სი შე­უ­ერ­თდა."ჩემი მი­სი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ხალ­ხმა გა­ი­გოს ამ ომის შე­სა­ხებ! მოდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს აღარ გა­მე­ორ­დეს", - წერ­და ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ტვი­ტერ­ზე.

რატი ამ­ჟა­მად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ჰყავს ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ელე­ნე შე­ლია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. ელე­ნეს მამა ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მურ­თაზ შე­ლი­აა, დედა კი მო­დე­ლი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია. ელე­ნეს და - ანა შე­ლია მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, წყვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×