დახურვა
სტილი
07.07.2022

ჟურნალისტი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახე ნათია ლაზაშვილი 6 ივლისს 50 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. მათ შორის იყო ნათიას მეუღლე გიორგი ფრუიძე:

„გილოცავ, ჩემო გულო. ბედნიერი და ჯანმრთელი მეყოლე უთვალავ წელიწადს…“ - დაწერა გიორგი ფრუიძემ.

ნათია ლაზაშვილი და გიორგი ფრუიძე 27 წელია, დაქორწინებულები არიან. თავად ნათია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი 27-წლიანი ოჯახური სიმტკიცის საიდუმლო მისი მეუღლეა, რომელიც მისთვის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე და ის ხელს უწყობს ყველაფერში.

„რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ“ - ამბობდა ის.

მილოცვებს ჟურნალისტმა ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა: „ასე მოულოდნელად გავხდი 50 წლის. ყველას ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ. ჯერ ეიფორიაში ვარ და მოგვიანებით სათითაოდ ჩამოგივლით…“ - დაწერა ნათია ლაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×