დახურვა
სტილი
11.07.2022

მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეოებს.

ამჯერად ბავშვობისდროინდელი ფოტოები და სკოლის პერიოდის ვიდეოები გამოაქვეყნა, ასევე ორსულობის პერიოდის ამსახველი ვიდეოები. შემდეგ კი განმარტა, რას ეძღვნებოდა ეს რეტროსპექტივა.

"მოკლედ, ეს ყველაფერი დავდე იმიტომ, რომ ძალიან მომენატრა ის დრო, მართლა. მივხვდი, რომ კოვიდის მერე ისეთი ვეღარ ვარ, როგორიც ვიყავი.

ახლა პირიქით, ასოციალური გავხდი და ნაკლებ ხალხში მიყვარს ყოფნა (თქვენც ასე ხართ?).

ბევრს გონია, რომ ძალიან სერიოზული და "სტერვა" ვარ. მართლა სამწუხაროა, იმიტომ,

რომ ყველაზე მხიარული, ხალისიანი, კეთილი,

კომუნიკაბელური და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. უბრალოდ, ორსულობამ, მშობიარობამ, გათხოვებამ, პოპულარობამ, ამდენი ხალხის ყურადღებამ ჩემში ძალიან ბევრი რამის ცვლილება მოახდინა და ცოტა არეული ვარ.

მინდა იცოდეთ, რომ არასდროს გატყუებთ და ყოველთვის ისეთს გაჩვენებთ თავს, როგორიც ვარ.

მიყვარხართ...

ახლა დავფიქრდი და, 17 წლის ასაკში გავიცანი გიო, 18 წლის გავთხოვდი + ორსულობა, 19 წლისამ გავაჩინე, 20 წლის ვზრდი და კიდევ იმას ვამბობ, რომ არ ვსწავლობდე, ახლავე გავაჩენდი მეორეს-თქო. კიდე კარგად ვარ რა..."

რაც შეეხება გიორგის, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ისაუბრა გვიან ასაკში დაოჯახებაზე, მარიტაზე და შვილის აღზრდაზე:

- ჩემს თავს ხან­და­ხან ვაკ­ვირ­დე­ბი - ხომ არ შე­ვიც­ვა­ლე, თუ ისე­თი­ვე გი­ორ­გი ვარ-მეთ­ქი? მგო­ნი, ისევ ისე მა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მა­ნამ­დე. ხან­და­ხან მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ არ მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი, როცა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. რო­მელ ასაკ­შიც არ უნდა შექ­მნა ოჯა­ხი, ნე­ბის­მი­ერ დროს ხარ ბედ­ნი­ე­რი. მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცდა შე­გეძ­ლოს. პა­ტა­რა ასაკ­ში რომ და­ვო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი, როცა მეტი პრობ­ლე­მა მქონ­და, როცა პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რად სახ­ლიც არ მქონ­და, რად­გა­ნაც დევ­ნი­ლი ვარ, ალ­ბათ უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც არ ვქმნი­დი.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ერ­თნა­ი­რად ვფიქ­რობთ, ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­სუფ­ლად და კარ­გად ვგრძნობთ თავს. სა­ერ­თოდ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რო­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს.

ცოტა ხნის წინ მა­რი­ტა მაკა რაზ­მა­ძემ თა­ვის გა­და­ცე­მა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი წამ­ყვა­ნად მი­იწ­ვია და სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მე­ბი გა­ა­კე­თა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე სწავ­ლობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰყავს პა­ტა­რა ბავ­შვი, გა­მოც­დებ­შიც კარგ ქუ­ლებს იღებს. პრო­ფე­სი­ულ ამ­ბავ­ში სულ ჩარ­თუ­ლია და გარ­შე­მო პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებ­საც ბევ­რს იღებს...

...რე­პე­ტი­ცი­ას და გა­და­ღე­ბას რომ მოვ­რჩე­ბი, მა­შინ­ვე სახ­ლში მივ­დი­ვარ და გა­ლას ამ­ბებ­ში ვერ­თვე­ბი. ვფიქ­რობ, ამა­ში ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს. ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას თა­ვის ენერ­გე­ტი­კა აქვს, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ეს ამ­ბა­ვი არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც მშობ­ლებ­ზე ბავ­შვი ენერ­გე­ტი­კუ­ლა­დაა მიბ­მუ­ლი. თუ მათ სი­ახ­ლო­ვეს არ გრძნობს, მერე სხვა­ნა­ი­რი პრო­ტეს­ტი ეწყე­ბა, რა­ღა­ცებ­ში ცუ­დად უვ­ლინ­დე­ბა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×