დახურვა
სტილი
20.07.2022

ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი” ისაუბრა, 9 წლის წინ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე ბენ ხაიმი ინტერნეტით.

“ზუსტად 9 წლის წინ გავიცანი ადამიანი ინტერნეტით, დაახლოებით 1 წელი ვსაუბრობდით, მერე გადავწყვიტე წავსულიყავი მასთან ამერიკაში და გამეცნო პირადად. აბსოლუტურად ყველა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ხომ არ გაგიჟდი, სად მიდიხარ, იქნებ მანიაკია, იქნებ გიჟია, იქნებ საერთოდ არ არსებობს. მე არ დავუჯერე და მაინც წავედი. გავიდა 9 წელი, გვყავს ერთი არაჩვეულებრივი ბავშვი, მეორესაც მეხვეწება და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ” – ამბობს კოშკელიშვილი და დაამატა, რომ ამერიკაში ბენის არჩევანს ყველა უწონებს.

“ბენის ყველა მეგობარს ჰყავს ცოლი, საცოლე ან შეყვარებული და სულ იძახიან, ღმერთო ჩემო, როგორ გაგიმართლა, რა კარგი გოგოა ნუკი, რა მაგარი ცოლია, საქართველოსთვის მაინც და მაინც გადასარევი შეიძლება არ ვიყო, მაგრამ იქ ეტყობა გავამართლე”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×