დახურვა
სტილი
20.07.2022

რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა სანდრო შელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებული საჯარო პოსტით საზოგადოებას ამცნო, რომ პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიას დაშორდა.

წყვილის დაშორების ამბავმა არაერთი გამოხმაურება გამოიწვია. თავად თათიას აღნიშნულ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა პოსტი, სადაც ტელეწამყვანი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„ჩემი ცხოვრება ერთი ძალიან საინტერესო, სიყვარულით სავსე, კარგი ადამიანებით გარშემო – სთორია. რომელსაც მე განვაგებ. შეცდომებზეც მე ვარ პასუხისმგებელი და სწორად მიღებული გადაწყვეტილებებიც მე მანიჭებს სიამოვნებას.

ძალიან მიყვარხართ და მადლობა, რომ ყოველდღიურად ათბობთ ჩემს ცხოვრებას. მადლობა სიყვარულისთვის და მუდმივად გვერდში დგომისთვის

გვიყვარდეს ერთმანეთი, ამ გრძნობის ფასი არაფერია“, – წერს თათია შარანგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×