დახურვა
სტილი
22.07.2022

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 21 ივლისს 86 წლის გახდა. მომღერალმა დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღნიშნა და იუბილეს შესახებ რადიო „არ დაიდარდოს" ეთერშიც ისაუბრა:

„უღრმესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. დღეს ჩემს თავს ვკითხე, რა არის განსხვავებული-მეთქი. განსხვავებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ბევრი ზარი შემოდის. ბოლო დროს ჩემს სახლში ზარები ხშირი აღარ არის, რადგან ჩემს მეგობრებს უკვე დარეკვის თავიც აღარ აქვთ, ზოგი ცოცხალიც კი აღარ არის. დღეს დილიდან რომ დაიწყო ზარები, ძალიან მესიამოვნა, მომნატრებია. ძალიან კარგია, რომ ხალხს კიდევ ვახსოვარ. შესაბამისად, განწყობაც კარგი მაქვს. მადლობა თქვენც, რომ გაგახსენდით. ძალიან მიყვარხართ. სხვანაირად არც შეიძლება, იმხელა სითბო მოდის თქვენგან" - თქვა მან.

ნანი ბრეგვაძეს საზოგადოება წლებია იცნობს და მის მიმართ სიყვარული არასდროს ნელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×