დახურვა
სტილი
22.07.2022

20 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს" რუბრიკის „მხიარული დილა" სტუმარი ია ფარულავა გახლდათ, რომელმაც თავის დილის რუტინაზე ისაუბრა.

ჩემი დილა კატების კნავილით იწყება, 08:00 საათზე უნდა ავდგე, რომ ამათ ვაჭამო და მივხედო. ამის შემდეგ გადავდივარ ჩემს საუზმეზე, რომელსაც ჩემს „ინსტარგამზეც" ხშირად ვაქვეყნებ. დილით, ყავასთან ერთად მივირთმევ შვრიის ფაფას დარიჩინით და ბანანით. მერე, 1 საათით აუცილებლად ვდგები სარბენ ბილიკზე და სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ. კერძო მწვრთნელთანაც დავიწყე ვარჯიში. ყველამ იცის, რომ 14:00 საათამდე არაფერს ვგეგმავ და რომ ამ დრომდე ჩემი ამბებით ვარ დაკავებული. ამის შემდეგ უკვე შემიძლია მოვევლინო სამყაროს. ძირითადად სილამაზის სალონებით და პროცედურებით ვარ დაკავებული. ხალხს კიდევ უკვირს, რა კარგად გამოიყურებაო, ამაზე კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავი მაბარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×