დახურვა
სტილი
31.08.2022

ცნობილი მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება მეწყვილე ოთო ფოლადაშვილთან მის ურთიერთობაზე მუდმივი ჭორები, რომლებიც ხშირად ვრცელდება მათი რომანის შესახებ.

ჯულიანა: 

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენზე, არა მხოლოდ ჩემსა და ოთოზე, ცალკე ჩემზეც და ცალკე ოთოზეც ბევრს ლაპარაკობენ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რადგან ხშირ შემთხვევაში ხალხისგან ძალიან პოზიტიურ ემოციებს ვიღებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას, არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით, შენზე ისაუბრებენ. ჩვენ ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×