დახურვა
სტილი
05.09.2022

ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, ნატალია ჟურნალ „თბილისელებს“ გულახდილად ესაუბრა მენტალური პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დადგა:

„ბავშობიდან მქონდა შფოთვითი აშლილობის პრობლემა… სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის არ საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში ფსიქოლოგთან ვიზიტი არ არის ხშირი. ბავშვობიდან მოყოლებული, მეც ჩვეულებრივად აღვიქვამდი ამ ამბავს. მქონდა პანიკური შეტევები, ვფიქრობდი, რომ ეს ყველა ადამიანს სჭირდა და მას პრობლემად არ აღვიქვამდი. არ ვიცოდი, რომ ამის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ამ პრობლემას ჩვეულებრივად არ უნდა ვიღებდე. არადა, ასე იყო მანამ, სანამ ზრდასრული ასაკის არ გავხდი. ყველაფერში მიშლიდა ხელს, გართობაში, აუტანელი იყო საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, გვერდით აუცილებლად მჭირდებოდა ვინმე, მჭირდებოდა საუბარი ჩემს პრობლემაზე და ამ საუბარში შვებას ვგრძნობდი, თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. 16-17 წლის ასაკში ფსიქოლოგიც მყავდა და ის ბევრი პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა, მაგრამ როდესაც ეს პრობლემები მოგვარდა, მათზე აღარ ვფიქრობდი, აღარ ვმუშაობდი და რაღაც ეტაპის შემდეგ პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ამჯერად, უკეთესობისკენ ცვლილებაში ძალიან დამეხმარა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ძალიან კარგი განათლება აქვს მედიტაციის თვალსაზრისით…

კომპლექსი არა, მაგრამ შიში მქონდა. მეშინოდა, თუ ვიტყოდი, რომ მენტალური პრობლემები მქონდა, ადამიანები გიჟის იარლიყს მომაწებებდნენ. ეს შიში მქონდა მანამ, სანამ არ გავიაზრე, რომ მსგავსი პრობლემა ყველა ადამიანს აქვს და ამ თემაზე ხმამაღლა  საუბრით შემიძლია, იმავე ან მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს დავეხმარო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×