დახურვა
სტილი
07.09.2022

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ შეკითხვას მისი და მორაგბისა და დეპუტატის, დავით კაჭარავას ურთიერთობის შესახებ:

„საერთოდ, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თუმცა ვადასტურებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს რომანტიკული სიყვარულით სავსე, ლამაზი ურთიერთობა და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ორივეს მოგვწონს ერთად ყოფნა, დანარჩენზე არ ვისაუბრებ. თუ რამე შეიცვალა და სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე, გპირდებით, აუცილებლად მივცემ თქვენს ჟრნალს ინტერვიუს…“

ცნობილი ტანმოვარჯიშე შურით სავსე ადამიანების შესახებაც ამახვილებს ყურადღებას:

მოშურნეები ბლომად არიან და არა მარტო ისინი, ვინც კომენტარებით მტკენენ გულს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც – ზოგი ნაცნობი, ზოგი მოსწავლის მშობელი, ზოგჯერ ახლობლად რომ მიგაჩნია და ბევრი სიკეთე გაქვს გაკეთებული. თუ ერთხელ რაღაც ვერ შევუსრულე, გაგინაწყენდებიან, თითქოს ვალდებული ხარ, მთელი ცხოვრება მათ ემსახურო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×