დახურვა
სტილი
08.09.2022

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, თათა გიორგობიანი საუბრობს თემაზე, ეცნობოდა თუ არა უნივერსიტეტიდან არდადეგების დროს სხვა ლიტერატურას, რომელიც მის პროფესიას, ფსიქოლოგიას უკავშირდება:

„შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიასთან მაინც ყოველდღიური შეხება მაქვს, რადგან კლასგარეშე ლიტერატურას, სამეცნიერო ნაშრომებს მუდმივად ვკითხულობ. იმიტომ ვსწავლობ, რომ მაინტერესებს და არა იმიტომ, რომ დიპლომი ავიღო. შესაბამისად, მგზავრობის დროსაც, ფსიქოლოგიის შესახებ წიგნი ყოველთვის თან მაქვს. ისედაც საკმაოდ ბევრი ადამიანი მწერს, რჩევას მეკითხება. მაინც მიწევს, სიახლე ავითვისო, კარგი რჩევა გავცე. ასე რომ, მე და ფსიქოლოგია ურთიერთობის უწყვეტ რეჟიმში ვართ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×