დახურვა
სტილი
12.10.2022

გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიცაა.

მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. სულ ცოტა ხნის წინ კი მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი წამყვანი მოდის 

სახლების სამოსით (დიორი, შანელი, კაროლინა ჰერერა) პირველად ვიხილეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×