დახურვა
სტილი
18.10.2022

დღეს, 18 ოქტომბერს, თიკა ფაცაცია იუბილარია, ის 41 წლის გახდა. მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა. სიურპრიზი მოუწყვეს თანამშრომლებმაც. განსაკუთრებული ემოციები კი უფროსი ვაჟის, ანდროს მილოცვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი, ანდრო რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრა, დაბადების დღე კი დედას პირდაპირ ეთერში მიულოცა: „დედა, გილოცავ დაბადების დღეს, მინდა, რომ სულ ბედნიერი იყო, ძალიან მიყვარხარ... ძალიან ვაფასებ, რომ ასეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს“ - ამბობ ანდრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×