დახურვა
სტილი
19.10.2022

დათუნა მგელაძესა და ნინო ფუტკარაძეს ახლახან ვაჟი ვატო შეეძინათ. მომღერალი ემოციებს „სარკეს" უზიარებს:

„როცა მე და ვატო განმარტოებულები ვართ ხოლმე, რაღაცებს ვუმღერი. არ ვიცი, რამდენად ესმის, მაგრამ სიმღერით კონტაქტი უკვე მოვასწარი. ყველაზე კარგი მსმენელი, ვინც კი აქამდე მყოლია, ჩემი პატარა ვატოა...

მე და ნინო თავიდანვე შევთანხმდით, რომ მშობიარობაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ მამაკაცებს, რომლებიც ამას ახერხებენ. ის კი არა, გარეთ რომ ველოდებოდი, ისე ვნერვიულობდი, რომ ცხოვრებაში ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. ისე გაიწელა დრო, მეგონა, საუკუნე გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×