დახურვა
სტილი
24.10.2022

ჩიჩუებისა და ნაცვლიშვილების ცნობილი ოჯახების მიმართ ინტერესი არ ცხრება.

როგორც უკვე იცით, ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილი სანდრო ჩიჩუა, ასევე ცნობილი წყვილის, ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილის შვილზე, ანა ნაცვლიშვილზეა შეყვარებული.

სოციალურ ქსელში სანდრო და ანა ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად გვიზიარებენ ხოლმე.

ანა ნაცვლიშვილს 16 წელი შეუსრულდა და როგორც მისი “ინსტაგრამ” გვერდიდან ირკვევა, იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

„მიყვარხარ“,- წერს სანდრო ჩიჩუა და წვეულებიდან ანასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც არაერთი დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×