დახურვა
სტილი
26.10.2022

28 წელი პო­დი­უმ­ზე, იმა­ვე ემო­ცი­ით, გან­წყო­ბით, რო­გორც პირ­ველ დღეს, საქ­მის ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით და რაც მთა­ვა­რია, უც­ვლელ ფორ­მა­ში, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია. კრის­ტი ყიფ­ში­ძის­თვის მო­დე­ლო­ბა მო­წო­დე­ბაა. ბედ­ნი­ე­რია, რომ ამ სფე­რო­ში წლე­ბის წინ აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც დღეს ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვით მარ­თლაც არა­ფე­რი ხდე­ბა...

"4 ნო­ემ­ბერს 28 წელი მის­რულ­დე­ბა, რაც მო­დე­ლი ვარ. ყო­ველ წელს ეს დღეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვცდი­ლობ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს ხოლ­მე... 

ჩემ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ვნიშ­ნავ... 1994 წელი იყო, ურ­თუ­ლე­სი დრო, არ­სად არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და. იყო მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე - სას­ტუმ­რო „მე­ტე­ხი“ და სწო­რედ იქ მაკა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა შედ­გა, სა­დაც ძა­ლი­ან ცნო­ბილ გო­გო­ებ­თან ერ­თად, - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, დინი ვირ­სა­ლა­ძე, ნინო სა­ლუქ­ვა­ძე („მის სა­ქარ­თვე­ლო“) მეც გა­მო­ვე­დი... მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს ის სფე­რო და საქ­მე იყო, რო­მე­ლიც არას­დროს მომ­ბეზ­რდე­ბო­და... სა­ერ­თოდ, როცა რა­მეს აკე­თებ, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში ასეა, - უნდა გიყ­ვარ­დეს, გუ­ლით აკე­თო და შენი მო­წო­დე­ბა უნდა იყოს. ასე ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს. სა­ერ­თოდ, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ბოლო დროს სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე ჩემი თა­ვის შე­ფა­სე­ბა და და­ფა­სე­ბა. რად­გან 28 წელი ამ საქ­მე­ში ვარ, ე.ი. ეს ჩემი მო­წო­დე­ბაა და საქ­მის ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი...

არა­ნა­ი­რი ფორ­მუ­ლა თუ სა­ი­დუმ­ლო არ მაქვს. ალ­ბათ, მა­ინც გე­ნე­ტი­კაა. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, გე­ნე­ტი­კას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუნ­დაც, რო­გორ მოგ­ყვე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა. ის, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ რაც უნდა კარ­გი გე­ნე­ტი­კა იყოს, ამ ყვე­ლა­ფერს მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. რომ გი­თხრათ, ბევ­რი შრო­მა მი­წევს-მეთ­ქი, არა. მარ­ტი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბა. ყვე­ლა­ფერს არ მი­ვირ­თმევ, ზოგ პრო­დუქტზე ორ­გა­ნიზმს აუ­ტან­ლო­ბაც აქვს. ძი­რი­თა­დად, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი. მერე ძილს ვა­ნი­ჭებ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბას. ასე თუ ისე, თუ სად­მე რა­ი­მე სა­ღა­მო­ზე არ ვარ, ვცდი­ლობ, სახ­ლშიც რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი მაქვს, დრო­უ­ლად და­ვას­რუ­ლო და 11 სა­ათ­ზე წა­მოვ­წვე და სხე­უ­ლი და­ვას­ვე­ნო. მაგ დრო­ის­თვის თუ და­ძი­ნე­ბას შევ­ძლებ, მთლად უკე­თე­სი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა. ოღონდ არა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, ეს ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს", - უთხრა კრისტი ყიფშიძემ "ambebi.ge" - ს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×