დახურვა
სტილი
30.12.2022

ნანი ბრეგვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საახალწლო სამზადისსა და განწყობაზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ გული უნდა გწყდებოდეს, როცა ახალი წელი მოდის, რადგან წლოვანება გემატება და ბერდები, მაინც მიხარია. ახალი წელი ნაძვის ხესთან არის დაკავშირებული. ჩვენს დროს, ჩემს ბავშვობაში თოვლი მოდიოდა. გარკვეული პერიოდიდან სულ მე ვრთავდი ნაძვის ხეს. ეს არის ძალიან სასიამოვნო მომენტი, როცა აწყობ უსაყვარლეს ხეს... მინდა, ვიყო ჯანმრთელად და ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, მოვიდეს სიხარული და სიყვარული" - თქვა ნანი ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×