დახურვა
სტილი
30.12.2022

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელსი ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღე მეილი. გოგო შვილის გადარჩენას მთხოვდა. დავურეკე, უარი უნდა მეთქვა, რომ იმ ეტაპზე დახმარებას ვერ მოვახერხებდი და ისეთი სასოწარკვეთილი მომეჩვენა, სათქმელი ვერ ვთქვი.

ყოველდღე ვდებდი შეტყობინების გაგზავნას, რომ უახლოესი ორი თვე თანხის შეგროვებაში ვერ დავეხმარებოდი (50 ათას ლარამდე სჭირდებოდა) და ზუსტად ამ ჭიდილში რომ ვიყავი, მირეკავს ერთი ადამიანი, რომელმაც მთხოვა, ანონიმურად დამეტოვებინა მისი სახელი და გვარი და მეუბნება:

"ნანუკა, მინდა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა მივიღო და ვინმე ხომ არ იცი, რომ დამაკავშირო."

თან, თითქმის იმ თანხას მისახელებს, რაც სასოწარკვეთილ, ძალიან ახალგაზრდა დედას სჭირდებოდა შვილის სიცოცხლისთვის.

როგორ ვტიროდი, არ მოგიყვებით:))

დედას თანხა ანგარიშზე რამდენიმე წუთის წინ ჩაერიცხა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე გადარჩა კეთილი ადამიანის დახმარებით.

და უნდა იცოდეთ ყველამ, ყველაზე სასოწარკვეთილები რომ იქნებით, სასწაული თქვენს ცხოვრებაში ზუსტად მაშინ მოხდება! მთავარია არასოდეს დანებდეთ!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×