დახურვა
სტილი
03.01.2023

თათია შარანგია შეყვარებულია. ახალ რჩეულთან ფოტო, პიანისტმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა. მისი რჩეული ჯარჯი თორაძეა. სწორედ მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს თათია შარანგია საკუთარ ინსტაგრამზე და წერს, რომ გასული წლის მადლიერია:

“საუკეთესო რამ ხარ, რაც ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ყოფილა…” – წერს ის. მან მეგობრებსა და გამომწერებს ახალი წელიც მიულოცა:

“2022 წლის შეჯამება – სიყვარული, გულწრფელობა, მადლიერება!

საუკეთესო 2023 გქონოდეთ ყველას, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო! ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიყვარულით სავსე გული! ყველაფერი მაგრად იქნება! არ არსებობს

მოუგვარებელი პრობლემა, არ არსებობს დაუძლეველი სირთულე.

მთავარია ჯანმრთელობა, მთავარია გვჯეროდეს, გვსურდეს, ვიბრძოდეთ. ტოქსიკური ადამიანები გავუშვათ ცხოვრებიდან – ისინი აბინძურებენ ჩვენს გარშემო აურას.

ვიცხოვროთ ერთმანეთზე შეყვარებულმა – ეს სიტყვები ჩემთვის კვლავ მამოძრავებელ ძალად რჩება.

მიყვარხართ! მაბედნიერებთ! მეძვირფასებით!” – წერს თათია შარანგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×