დახურვა
სტილი
09.01.2023

„ცეკვავენ ვარსკვლავებს" ნახევარფინალური ტურის შემდეგ თათა გიორგობიანი გამოეთიშა.

მომღერალმა თათა გიორგობიანმა ფეხი იღრძო, ამის შესახებ თვითონ მომღერალი აქვეყნებს ინფორმაციას, მისი თქმით მან "ცეკვავენ ვარსკვლავების" ლაივზე ნაღრძობი კოჭით იცეკვა, ამ ეტაპზე არ კომენტარი არ გაუკეთებია გააგრძელებს თუ არა ის მომდევნო გადაცემებში მონაწილეობას, როგორც ჩანს მოცეკვავე დანებებას არ აპირებს!

ტელესახემ და მომღერალმა დიდი სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას მადლობა გადაუხადა, ასევე საკუთარ გულშემატკივრებს ბაბი კირკიტაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

მეგობრებო! უსაზღვროდ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

მინდა იცოდეთ, რომ ამაოდ არ ცდილობდით, მადლობელი ვარ ყველა იმ ცეკვისთვის რომელიც შევასრულე და ამის საშუალება თქვენ მომეცით! მადლობა, რომ აქამდე მომიყვანეთ!

თითოეულ ეპიზოდში მთელი გული და სულია ჩადებული!

მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა ჩემს იმ ახლობელს და მეგობარს, რომელმაც დაჟინებით მირჩია, მონაწილეობა მიმეღო ამ ძალიან მაგარ პროექტში. სრულიად სხვა ფორმაში ჩავდექი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. სხვანაირი ენთუზიაზმით ვუყურებ ახლა ცხოვრებას! ვიცი, რამდენი რამე შეიძლება ადამიანმა მოასწროს ერთ დღეში! და... ცხოვრებაში! რომ მოქმედებაა ცხოვრების მთავარი იდეა!

ცხოვრებაც, ისევე როგორც ეს პროექტი, თან ცოტათი ჯოჯოხეთია და თან, სამოთხე, მაგრამ როცა გამოდიხარ კომფორტის ზონიდან და ყველაფერს აკეთებ, ის შრომა, რომელსაც დებ საქმეში, ხედავ, რომ ბრუნდება ხალხის სიყვარულის სახით, აი, მაშინ ხვდები, რომ უბრალოდ, უფლება არ გაქვს ეს ბედნიერება არ აჩუქო შენს თავს და შენს გულშემატკივარს.

ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამანახვა, თუ რამდენ ადამიანს ვყვარებივარ! წარმოუდგენელია ის სითბო, რასაც თქვენგან ვგრძნობ! ეს ზღვაა, ოკეანეა და განგების საჩუქარია! ამხელა ჯილდო ბევრს არ რგებია!

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ამ დიდი ზეიმის და დღესასწაულის მონაწილე ვიყავი!

მადლობა რეჟისორს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებს, დიზაინერს, მკერავებს, ვარცხნილობისა და მაკიაჟის გოგონებს.... ყველას, მთელ პროფესიონალთა გუნდს გაწეული შრომისათვის.

მადლობა ჟიურის იმ წევრებს, რომლებიც ჩემთვის კომპლიმენტებსა და ქულებს არ იშურებდნენ! ეს ჩემთვის დაფასებაც იყო და სტიმულიც!

რა თქმა უნდა, გული მწყდება იმაზე, რომ საკმარისი დრო არ მქონდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის საჩვენებლად. მით უმეტეს, რომ მე ამ პროექტამდე (ღრმა ბავშვობის შემდეგ) არასდროს მიცეკვია და ნულიდან დავიწყე. მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი შევძელი გარემო ფაქტორების ფონზე.

ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი ვარ და ჩემი ცრემლებიც ამით იყო გამოწვეული.... ძალიან რთულია, როცა სცენაზე გადიხარ მთელი საქართველოს წინაშე პირდაპირ ეთერში და იცი, რომ მზად არ ხარ... უბრალოდ, ვერ მოესწრო და რამდენიმე წამში უნდა დაიწყო, მაგრამ აზრზე არ ხარ, რის მერე რა ხდება... თან უკვე ნახევარფინალია და ყველაზე მოუმზადებელი ხარ იქ, სადაც ყველაზე მომზადებული უნდა იყო.... თანაც, უკვე პროფესიონალური ცეკვის მონახაზით...

მაგრამ, არა უშავს....

პერსონალური მადლობა რატი გაჩეჩილაძეს და ცეკვის სტუდია თელას!

რატი ძალიან ბევრს შრომობდა ჩემთან ერთად, სჯეროდა ჩემი, სულ მამხნევებდა და წარმოუდგენლად კარგ პარტნიორობას მიწევდა. თავისი საქმის პროფესიონალობის გარდა, უბრალოდ კეთილშობილი და ღირსეული პიროვნება აღმოჩნდა! და ასევე, არაჩვეულებრივად შეზავებული მკაცრ-ლმობიერი პედაგოგი.

უსაყვარლეს და ულამაზეს კარინას მადლობა ჩვენი მხარდაჭერისათვის! გამხნევებისათვის!

აღარასდროს ვიწუწუნებ!

აღარასდროს დავიღლები!

აღარასდროს ვიტყვი, არ შემიძლია... ამას ვერ ვიზამ... არ გამოვა....

მაქსიმუმს ვაკეთებდი და გავაკეთებ ყოველთვის, ამ პროექტის შემდეგაც.

აუცილებლად ვიქნები ძლიერი!

უკვე სათანადოდ ვაფასებ ჩემს ძალებს! რაკი ნახევარფინალამდე მოვედი ასეთ რთულ პროექტში, ესე იგი ძალიან ბევრ საქმეს გავიყვან ფინალში, იქ სადაც მაქვს ცოდნა და პროფესიონალიზმი!

აუცილებლად შევერკინები ჩემს შიშებს, საკუთარი თავის რწმენით!

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა" დამანახვა, რომ საკმარისად თუ იშრომებ და დროს დაუთმობ შენს საქმეს - შეუძლებელი არაფერია!

ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ დარჩენილ მონაწილეს და მოცეკვავეს, რომლებიც მართლა უზომოდ და თავგანწირვით შრომობენ! რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ღირსეული გამარჯვებული იქნებოდა, მაგრამ.... ეს კონკურსია!

აუცილებლად გეტყვით, რომ ყველა ჩემი გულშემატკივარი ახლა ჩემი ბაბისკენ უნდა გადავერთოთ! #0903300352

მე კი დავისვენებ, მეგობრებს მოვინახულებ, ტრავმირებულ კოჭებს და მუხლებს მოვიშუშებ, ვინებივრებ და დავიძინებ 4 საათზე მეტს, როგორც იქნა! ! !

შემდეგ ისევ გიმღერებთ ეკრანიდან და სცენიდან!

იხარეთ და იბედნიერეთ, უზომოდ მიყვარხართ ჩემი მხარდამჭერები!

მადლობა თითოეული მესიჯისა და თბილი სიტყვისთვის!

მადლობა თავდადებისთვის!

მადლობა რომ ხართ ასეთი გულისხმიერები და ყოველგვარი სიკეთე ათასმაგად დაგბრუნებოდეთ!

გჯეროდეთ საკუთარი თავის!

პ.ს. ოჯახის წევრები ვნახე და თურმე, არ ყოფილა ცუდი ხალხი..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×