დახურვა
სტილი
18.01.2023

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი ასევე ცნობილი ოჯახის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის შვილია. იმედა კახიანმა საყოველთაო სიყვარული ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში" შესრულებული როლით დაიმსახურა. მისი გზა გააგრძელა ეკამაც, რომელსაც პოპულარობა ბავშვობაში „მზიურმა" მოუტანა და წარმატებულ კარიერას დღემდე აგრძელებს.

ეკას პირველი ქორწინებიდან ასევე ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებაში ნიკოლოზ თოფურიძესთან ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა. დედის კვალს მხოლოდ ნინი გაჰყვა, ანასტასია და ქეთო კი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან.

ეკასა და მისი

ქალიშვილების ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

სულ ცოტა ხნის წინ ეკა კახიანი 59 წლის გახდა, შვილებმა კი დედას იუბილე გრანდიოზულად მიულოცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×