დახურვა
სტილი
14.03.2023

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბლოგერი ანანო სახელაშვილი ინსტაგრამ სთორებში წონაზე და სიმაღლეზე საუბრობს.

როგორც მან სთორში აღნიშნა, ის 59 კილოა და ეს მისი წონის მაქსიმუმია.

შეკითხვას თუ რამდენი კილოა იგი შემდეგი პასუხი გასცა:

"59 კგ, ეს არის ჩემი მაქსიმუმი, ამაზე მეტი არასდროს ვყოფილვარ, საერთოდ ავიღე ჩემს თავზე ხელი, ვაბრალებ იმას რომ სულ გარეთ მიწევს ყოფნა და ამ გადარბენის გამო სულ "ფასტფუდით ვიკვებები. ეს არ არის მიზეზი, მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ საერთოდ არ გამაჩნია ნებისყოფა.

ძალიან მინდა საზაფხულოდ ვიყო კარგ ფორმაში, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება ამაში."

ანანო სიმაღლეზე დასმულ შეკითხვასაც პასუხობს.

"სიმაღლეში რამდენი ხარ?"

"ბოლოს რომ გამზომეს 1.70 ვიყავი, არც დაბალი, არც მაღალი, ნუ ყოველ შემთხვევაში მაღალს ვერ იტყვი ჩემზე, საშუალო სიმაღლის ვარ, როგორც ჩემი შეყვარებული ამბობს: " კოხტა ზომის გოგო ხარო" - წერს ანანო სახელაშვილი ინსტაგრამზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×