დახურვა
სტილი
10.04.2023

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს. ნუცა დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს და გულს უხარებს როგორც ქართველ საზოგადოებას ასევე მის გულშემატკივრებს.

ნუცამ მესამე ტურზე ცნობილი კომპოზიცია I Surrender შეასრულა, რის შემდეგაც ჟიურის წევრი, ლეგენდარული ლაიონელ რიჩი ფეხზე წამოუდგა და შემდეგ მას ფეისბუქ სტატუსიც მიუძღვნა.

ამჯერად ნუცა ინსტაგრამზე სასიხარულო ამბავს ავრცელებს. როგორც მომღერალი წერს, ის 24 საუკეთესო მონაწილეს შორისაა.

"ტოპ 24 "ამერიკის ვარსკვლავში"!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე, განსაკუთრებით, როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში... მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება. მიყვარხართ ძალიან!", - წერს ბუზალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×