დახურვა
სტილი
11.04.2023

მომღერალი ნუცა ბუზალაძე დედის უზომოდ მადლიერია, რადგან მან მთელი თავისი ცხოვრება მას მიუძღვნა. იგი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და მისგან ბევრი რამ ისწავლა.

„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა, რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: თქვენი შვილი გვიყვარს.

სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული, ერთად გვეძინა. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – თქვა ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×