დახურვა
სტილი
03.08.2021

მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.

როგორც ცნობილია, ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს. მარიამი შოუბიზნენისასდმი ინტერესს არ იჩენს, თუმცა გარეგნობით სულ უფრო ემსგავსება დედას. დედა-შვილს შორის მსგავსებას ხაზს უსვამენ ნინო ჩხეიძის გამომწერებიც და მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე წერენ, რომ მარიამი დედის ასლია: „ნინო, როგორ დაგემსგავსა შენი გოგო“, „ულამაზესი და უსაყვარლესი”, „რა მშვენიერი გყავს, ნინო, ძალიან გგავს“ - აღნიშნავენ „ინსტაგრამზე“.

ნინო ჩხეიძის მეუღლე ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია. მათი შვილი, მარიამ კორახაშვილი 16 წლისაა და, როგორც თავად ნინო აღნიშნავს, მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×