დახურვა
სტილი
04.08.2021

წარმატებული ტელეწამყვანების, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ისინი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანან, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნუცა ეკრანიდან მოულოდნელად გაქრა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ორსულობა იყო. წყვილს გაზაფხულზე ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინა. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.

აჩიკო და ნუცა პატარა სანისთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს ბაკურიანში ატარებენ. როგორც ვიდეოდან ჩანს, სანი ქალაქგარეთ მშობლებთან ერთად დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს.

ნუცა ქავთარაძემ და აჩიკო სოლოღაშვილმა 8 წლის წინ იქროწინეს და პირველი შვილი, ალექსანდრე სოლოღაშვილი 2021 წლის 1 მარტს შეეძინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×