დახურვა
სტილი
03.11.2023

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში „ღამის შოუს" ანონსი გავიდა. როგორც ირკვევა, გადაცემის მსვლელობისას თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს. თათა "ღამის შოუს" ბენდის წევრია და, მომღერლობასთან ერთად, ფსიქოლოგის პროფესიასაც დაეუფლა. ის ამ მიმართულებითაც ვითარდება და რჩევებს საკუთარ გამომწერებს "ინსტაგრამზე" უზიარებს. თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

"მადლობა მოლოცვისთვის! რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე, ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე. ჩვენც ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ყველას!" - წერდა თათა.

მოგვიანებით მან კონსტანტინე მოსიძის გაცნობის შესახებაც ისაუბრა და პირველი შეხვედრა გაიხსენა: "ისე მოხერხებულად და ეშმაკურად შეძლო ჩემთან დაკავშირება. უცხო ნომრებს ზოგადად არ ვპასუხობ, არავის ვეცნობი. ბაბისგან გაიგო ჩემი ნომერი, ბაბის უთხრა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს საქმე აქვს და გასაუბრება უნდაო. მეც დავთანხმდი, შევხვდით ერთმანეთს იმ მიზეზით, თითქოს რაღაცაში უნდა დავხმარებოდი პიარის კუთხით. საუბარში მივხვდი, რომ ის მაშინ იქ საქმეზე სალაპარაკოდ საერთოდ არ იყო მოსული. მე ძალიან მომწონს განათლებული ადამიანები და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავისი მანერებით, სიტყვა-პასუხით ძალიან მომეწონა და დავფიქრდი. მოახერხა იმდენიც, რომ მიწერ-მოწერაც გაგრძელდა. შემდეგ თითქოს საქმე ჰქონდა და ისეთი საჩუქარი მაჩუქა, რაც მიმანიშნებდა, რომ ჩემს სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ეს ადამიანი საფუძვლიანად ფიქრობდა ჩემზე. ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, კარგად აღზრდილი და სამართლიანი ადამიანი იყო და მეც მოვიხიბლე... ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას" - ამბობს თათა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×