დახურვა
სტილი
03.11.2023

„მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ", ამის შესახებ „ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია აცხადებს.

"მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ".

„მოდა ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური სფეროა. მთელი ჩემი კარიერა ამასთან გამკლავება მიწევდა. არ გენდობიან, თუ იტალიელი ან ფრანგი არ ხარ".

„მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი. ვიბრძოლე და საპასუხოდ ბევრი დარტყმაც მივიღე. ახლა მიღებული ვარ, თითქოს არაფერი მომხდარა."

„მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები. ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არა მდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი - ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×