დახურვა
სტილი
03.11.2023

ოდელი და ტელეწამყვანი ანუკი ქორქია დასთან, ლიკუნა ქორქიასთან ერთად საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ისინი, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის აპლუაში გამოჩნდნენ. ახლა დები უფრო მშვიდი ცხოვრების სტილს ირჩევენ, თითქმის აღარ ჩნდებიან ეკრანზე, თუმცა გულშემატკივრებთან კავშირს სოციალური ქსელით ინარჩუნებენ.

ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა, ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.

კახასა და ანუკის პირველი შვილი, გიორგი, 2013 წელს შეეძინათ: "ჩემს მა­მამ­თილს ჰქვია გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მა­მის­გან ვერ ვან­სხვა­ვებ. თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და, ბავ­შვის­თვის მი­სი სა­ხე­ლი და­მერ­ქმი­ა. ჩე­მი და მე­უღ­ლის სურ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა და პა­ტა­რას ეს სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩი­ეთ. დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ფი­ლა დე­დო­ბა, სა­ოც­რად ძლი­ე­რი და დი­დი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი გრძნო­ბა­ა, რო­მე­ლიც თუ არ გა­ნი­ცა­დე, ვერ მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს. მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, შვი­ლის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უფე­რუ­ლი­ა" - ამბობდა მაშინ ანუკი.

2019 წელს ანუკის გოგო შეეძინა, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას საპატივცემულოდ, ლიკა დაარქვეს. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი დედას, პატარა ლიკა კი მამას ჰგავს. ანუკი შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ოჯახი ხშირად მოგზაურობს, დროს ერთად მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×