დახურვა
სტილი
04.11.2023

ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.

ნატალია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს რჩევებსაც ხშირად უზიარებს. ამჯერად ნატალია დედის, კრისტი ყიფშიძეს ფოტოებს აზიარებს: "29 წელი სცენაზე. შენით ძალიან ვამაყობ" - წერს ნატალია.

კრისტი ყიფშიძე ახლა 46 წლისაა. სამოდელო კარიერა კი 29 წლის წინ დაიწყო: "1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი" და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგოებთან ერთად, - ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო") მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება" -ამბობდა კრისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×