დახურვა
სტილი
06.11.2023

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.

ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

ის და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ქეთი ჟურნალი Ok - ის გარეკანზე გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია.

"პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.

დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში.

"ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რჩევები და ვარჯიშები შევაგროვე ამ თვეების მანძილზე, რომელიც მეხმარება კარგად ყოფნაში და თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ" - წერს ქეთი. მან ისიც აღნიშნა, რომ უკვე ორსულობის მეხუთე თვეშია, ბავშვი სქესიც გაიგეს, თუმცა გამხელას ჯერ არ აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×