დახურვა
სტილი
10.11.2023

წარმატებულ მსახიობსა და ტელეწამყვანს, არჩილ სოლოღაშვილს, ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. პოპულარობა 2010 წელს, ფილმ "ოცნების ქალაქში" შესრულებულმა სანდროს როლმა მოუტანა. 2013 წელს მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი", ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი", სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი".

მისი მეუღლე ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძეა. მათ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინათ. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.

აჩიკო და ნუცა სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურები არიან. ისინი ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა გადაცემას და ერთმანეთის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხსაც არ ერიდებიან.

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე" განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.

თიკას პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამზე" ოჯახურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

წყვილის სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელი იყო. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად რადიო „ფორტუნას" რუბრიკაში #ვარსკვლავურიდუეტი აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია ერთმანეთსა და მეგობრობაზე საუბრობენ.

„ძალიან ტრენდული გახდა მამაკაცის მაღალ, მთელ ძირზე ფეხსაცმელი და გამოვიწერე, რომ ჩემს თიკას ოდნავ მაინც გადმოვხედო ზემოდან... ოდნავ... ვინ იბრალებს ზაზა ფაჩულიობას, ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს. ოდნავ მხარი მაინც რომ გავუსწორო. ავედი და გადმოვხედე... მთელი საღამო ჯვარივით ვზიდე ეს ფეხსაცმელი. დამთავრდა ღონისძიება, რომელიც ერთად მიგვყავდა. მივხვდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შენს ბრტყელ ფეხზე დგახარ..."- -ამბობს აჩიკო სოლოღაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×