დახურვა
სტილი
11.11.2023

ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა „Istituto Marangoni"-სა და „Accademia del Lusso"-ში, მილანში. ჰქონდა სამოედლო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

2013 წელსვე ანუკი არშეიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა.

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის" ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

1993 წელს კახა თბილისის „დინამოში" გადავიდა, 1998 წლის იანვარში კახა კიევის „დინამოში" 280 000 ევროდ გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა" მის ტრანსფერში კიევის „დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა - „მილანში" დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა" და „ჯენოაში" გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში" გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში" გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში" კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ კარიერა დაასრულა.

2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა.[ 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.

მაშინ, როცა წყვილმა დაოჯახება გადაწყვიტა, კალაძე უკვე იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას.

"მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტახნის შემდეგ როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად უთქმელად გამოხატავდა. თავლებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგოები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა მაშინ ანუკი.

თავად კახა კალაძე კი ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ასე იხსენებდა: "მილანის ფეხბურთელი ვიყავი და იქ გავიცანი ანუკი. მე უკვე რამდენიმე წლის მანძილზე ვცხოვრობდი იქ, როცა მშობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მათი მეგობრის შვილი ჩამოდიოდა მილანში, ახალგაზრდა ბავშვი იყო და თუ რამეში დახმარება დასჭირდებოდა, ყურადღება მიმექცია. ისედაც უამრავ ადამიანს ვეხმარებოდი და, რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვი. ნომერი მომცეს, დავურეკე, შევხვდი და მას შემდეგ ვუვლი" - ამობდა კახა კალაძე.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.

წყარო: marao.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×