დახურვა
სტილი
27.11.2023

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, ლაშა ტალახაძე ქართველ გულშემატკივარს საკუტარი წარმატებიტ ხშირად ანებივრებს. ის ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ბავ­შვო­ბი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, ამ სპორ­ტის­თვის მი­მე­ძღვნა ცხოვ­რე­ბა და ამა­ში მა­მის ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა. მან მთხო­ვა, და­მე­წყო ვარ­ჯი­ში, მისი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე მე ვი­ყა­ვი. 12 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე მას­თან ვარ­ჯი­ში, 3 წლის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და ავთო გა­ხო­კი­ძეს­თან გა­ვაგ­რძე­ლე. ვმად­ლობ უფალს, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი და გა­ვა­ხა­რო ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ვა­სა­ხე­ლო ოჯა­ხი და ჩემი ქვე­ყა­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს და ამ სპორ­ტს ყვე­ლაფ­რის­თვის" - ამბობდა ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. ჰყავს უმშვენიერესი მეუღლე, ანი დემურია და სამი შვილი.

"ჩემი მეუღლე - ანა დემურია 2016 წელს გავიცანი ბათუმში, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. სამი მშვენიერი ქალიშვილი გვყავს - მარიამი, ელენე და ნიცა. ანა ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება, მხარში მიდგას და, პარალელურად, ბავშვებს ზრდის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ...

როცა ჩემ­პი­ო­ნა­ტია, ჩემი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩემ­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან და ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ იცი­ან, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დე­ბი. ძლი­ე­რი კი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც სი­სუს­ტე, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი... მიმ­ნდო­ბი ადა­მი­ა­ნი ვარ, ზოგ­ჯერ მი­ნა­ნია ეს კი­დეც, მაგ­რამ არა­ფე­რია..." - ამბობდა ლაშა ტალახაძე.

ამჯერად ქართველი ძალოსანი "TST სპორტთან" ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე საუბრობს და ამბობს, რომ ფეხბურთის ყურება მის გამო დაიწყო:

- აქამ­დე არ მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე სად­მე მე­სა­უბ­რა და ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­მო­მე­ხა­ტა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდი ნაც­ნო­ბო­ბა არ გვა­კავ­ში­რებს, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, მი­სა­ლო­ცი მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ ხოლ­მე, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, პი­რა­და­დაც გა­ვიც­ნო. ბევ­რს არ ვი­ტყვი, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თავ­მდა­ბა­ლია და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის­თვის. რო­დე­საც ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი არ იც­ვლე­ბა და კვლავ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის მა­გა­ლი­თია, იმ ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ხარ­დე­ბა... თან არა მარ­ტო მე, ძა­ლი­ან ბევრ სხვა ადა­მი­ან­საც. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯერ არ უთ­ქვამს თა­ვის სათ­ქმე­ლი. მას უფრო მეტი შე­უძ­ლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

მინ­და ვთქვა და იცო­დეს, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­მა­წყე­ბი­ნა ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბა. მის გა­მო­ჩე­ნამ­დე არას­დროს არ მქონ­და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ის 90 წუთი და + და­მა­ტე­ბი­თი დრო ნა­ნა­ხი. არას­დროს მი­გულ­შე­მატ­კივ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გარ­და, სხვა გუნ­დის­თვის, მაგ­რამ რო­დე­საც "ნა­პო­ლის" თა­მა­შია, ჩავ­რთავთ სა­მე­გობ­რო და ვუ­ყუ­რებთ. მინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო, ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნია, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია და წინ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბე­ბი ელის. ის თა­ვის შრო­მით, თავ­მდაბ­ლო­ბით და კარ­გი ადა­მი­ა­ნო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რს მი­აღ­წევს. მუ­დამ მეს­მის ლა­პა­რა­კი "ნახე, ხვი­ჩამ რა მაგ­რად ითა­მა­შა"... უხა­რი­ათ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი და სპორ­ტის არის ის რა­ღაც, რაც ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­რებს და აერ­თი­ა­ნებს..." - ამბობს ლაშა ტალახაძე.

წყარო: marao.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×