დახურვა
სტილი
05.02.2024

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იუბილარია. თებერვალს მას 57 წელი შეუსრულდა. რასაკვირველია, მას ასაკი არ ეტყობა და როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.

იას ძალიან უყვარს თავის მოვლა, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს.

ია ფარულავა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს: „ძალიან, რომ მიყვარს, იმ ადამიანის დაბადების დღეა" „ჯანზე გვეყოლე, ბევრ ლამაზ დღეს გისურვებ" „უბერებელი, საუკეთესო" „ქართული, ნამდვილი სილამაზე" „ულამაზეს იას ვულოცავ მის დღეს, ბედნიერება, ჯანმრთელობა ულევი სიხარული",- წერენ კომენტარებში. ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი" (1981) ობოლი გოგონას - თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია: „ფესვები", „სპირალი" და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×