დახურვა
სტილი
08.02.2024

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მან „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლეგენდარულ რეპერთან, უაიკლეფ ჟანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. უცნობია, ეს ახალი კოლაბორაციის დასაწყისია, თუ უბრალოდ ერთობლივი ფოტო.

უაიკლეფ ჟანი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერია, რომელიც წარმოშობით ჰაიტიდან გახლავთ. 1996 წელს მუსიკოსმა ჯგუფ The Fugees-ის შემადგენლობაში ალბომი The Score გამოუშვა, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომის რეიტინგში მოხვდა. პირველი სოლო ალბომი უაიკლეფმა 1997 წელს გამოსცა სახელწოდებით Wyclef Jean Presents The Carnival, სადაც შესულია მუსიკოსის პოპულარული ჰიტი Gone till November.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×