დახურვა
სტილი
08.02.2024

ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი დღეს იუბილარია. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

თაკოს ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს მისი სატელევიზიო მეწყვილე ზურა გორგაძეც.

„დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძვირფასი ადამიანი დაიბადა.

ადამიანი, რომელიც ცხოვრების მეგზურად მექცა.

თაკუსი! მინდა იყო უზომოდ ბედნიერი, ყოველთვის! შენ ამას იმსახურებ!

სულ რაღაც 3 წელია რაც ერთმანეთს გადავეყარეთ, თუმცა შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ.

ლამაზი, დახვეწილი, ნიჭიერი, ჭკვიანი, ძლიერი ქალი... ერთ ადამიანში უამრავი ღირსება და სიკეთეა ერთად თავმოყრილი...

რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა... ვამაყობ, რომ ჩემი პარტნიორი გქვია. ვიღებ მილოცვებს", - წერს ზურა გორგაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×