დახურვა
სტილი
16.02.2024

ბოლო დროს გია ბაღაშვილისა და დოდონა ნამორაძის ეკრანულმა წყვილმა დიდი სიყვარული დაიმსახურა. ისინი „ნიკოს შოუს“ ესტუმრნენ და საკუთარ თანამშრომლობაზე ისაუბრეს:

„ჩემმა მეგობარმა, რომელიც შესანიშნავად ერკვევა მუსიკაში, მითხრა, რომ არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც შენთან ერთად სულ სხვა ასპარეზი ექნება და სულ სხვანაირად შეძლებ მის გამომზეურებასო. რამდენიმე ვიდეოს ნახვა საკმარისი იყო, რომ განცდა გამჩენოდა, „ქალი გამაიყვანეთ, მაჩვენეთ-მეთქი“. 

მე მაშინ მქონდა ათენში ლექცია, იქ იყო დოდონაც და რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მრავალმხრივი მომღერალი იყო და ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ოსტატობა აქვს. გვინდოდა, მის ნომერში სხვადასხვა ჟანრი ყოფილიყო წარმოდგენილი. ამიტომ შევურჩიეთ "იუმორინაში" ხელოვნური ინტელექტის როლი", - განაცხადა გია ბაღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×