დახურვა
სტილი
19.02.2024

ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და მას გერმანიაში მკურნალობენ. მსახიობის სიძის ნიკო ნანიტაშვილის ინფორმაციით, ზურა ისევ კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. 

„უახლესი ინფორმაცია, რამდენად უკეთესია არ ვიცი, მაგრამ სიტუაცია არც გაუმჯობესებული არ არის, მაგრამ არც გაუარესებულა. სტაბილური მძიმე სიტუაციაა, ისევ კომატოზურ მდგომარეობაში რჩება და ისევ ველოდებით სიკეთეს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა ხელჩასაჭიდი, ამ ეტაპზე, არაფერი არ არის“,- უთხრა "პრაიმტაიმს" ნიკო ნანიტაშვილმა. 

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დეკემბრის ბოლოს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×