დახურვა
სტილი
19.02.2024

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ გადაცემა „რა სურთ ქალებს"- ში ბედნიერებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არ უყვარს უხასიათობის გარეთ გატანა და ცდილობს პრობლემები სახლში დატოვოს.

„ის, რაც აღარ გამოსწორდება არ აქვს ამაზე ნერვიულობას მნიშვნელობა, ვცდილობ რომ ყველაფერი მივმართო გამოსწორებისკენ. რთულია, როცა კარგად გრძნობ თავს და კედელს ეჯახები, თუმცა ჩემი თავქარიანი ბუნების გამო მარტივად ვახერხებ პრობლემის გადალახვას. ჩემი გაბედნიერება ძალიან მარტივია, ელემენტარული რაღაცები მაბედნიერებს მაგალითად დაკუჭული ფურცელიც კი. ჩემი ბედნიერება ჩემს მეუღლესაც უკავშირდება. ლაშას დამსახურებაა ის, რომ მნიშვნელოვან პერსონად მაგრძნობინებს თავს მის ცხოვრებაში", - ამბობს სალომე ბაკურაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×