დახურვა
სტილი
19.02.2024

მომღერალმა ნატო გელაშვილმა გადაცემა „პოსტ ალიონში" ოჯახზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

ისი თქმით, ხალხის სიყვარული დიდი პასუხისმგებლობა.

გელაშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ, მით უფრო ექცევი ჩარჩოში, რადგან ამ სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება.

„ბებიად ჩემ თავს ვერ აღვიქვამ, ასე მგონია ჩემი შვილების პატარა ვერსია მყავს სახლში. პატარა მეგობრად მიმაჩნია. ძალიან კონტაქტური ბავშვია. ლუკასთვის სულ ვიცლით, მიუხედავად დატვირთული დღეებისა, ის არის ელექსირი ოჯახში. ვარსკვლავის გახსნა მიმაჩნია შემოქმედების პატივისცემად და ხალხის სიყვარულად. ამაზე დიდი პასუხისმგებლობა უყვარდე ამდენ ხალხს არ არსებობს. ციდან მოწყვეტილები არავინ არ ვართ, ამიტომ ამაზე საუბარი არ მიყვარს", - ამბობს ნატო გელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×