დახურვა
სტილი
21.02.2024

მოდელმა კრისტი ყიფშიძემ, თავისი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ, ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.

„ცხოვრების ყველა ეტაპი სიახლეებთან არის დაკავშირებული. როდესაც 40 წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. ახლა 46 წლის ვარ. 45-იდან 46 წლამდეც მნიშვნელოვანი გარდატეხა განვიცადე. ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ავად გავხდი. სახის კანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა. მოგეხსენებათ, მე მოდელი და წამყვანი ვარ და ამ პრობლემის გამო, დაახლოებით, ოთხი თვე სახლში ვიჯექი, არაპროდუქტიული ვიყავი. მთავარი ის არის, რომ გადავრჩი, ვიმკურნალე და ყველაფერი მოგვარდა. არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. მეუბნებოდნენ, ალბათ, თვალი გეცაო. ადრე მეც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შემიძლია, ვთქვა, რომ ამის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ჩემში განწმენდა მოხდა, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადე. ღირებულებები დროსთან ერთად ისედაც გეცვლება, მაგრამ ამის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ბევრ რამეს და მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო", - აღნიშნა კრისტიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×