დახურვა
სტილი
23.02.2024

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გამომწერების კითხვებს პასუხობს. ნანუკამ გულშემატკივრებისგან უამრავი თბილი კომენტარი მიიღო. გამომწერის კითხვები კი ძირითადად მის ოჯახს ეხება.

ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, ვისი სახელი დაარქვა ნანუკამ იკას.

„კახას ძმის და ჩემი უახლოესი მეგობრის, რომელიც ძალიან მიყვარდა", - პასუხობს მას ნანუკა.

„ბავშვებმა შეცვალეს შენი და კახას ურთიერთობა?", - კითხულობს ნანუკას ერთ ერთი გამომწერი.

„კი, მთელი ყურადღება, სითბო და ყურადღება მათკენ მივმართეთ, მანამდე ერთმანეთს „ვადნებოდით".

„ჩანს, რომ მეუღლე ძალიან გიდგათ გვერდით", - აღნიშნავს ერთ-ერთი გამომწერი.

„ჩემი უდიდესი იმედია, სულ ჩემ გვერდით დგას", - პასუხობს ნანუკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×