დახურვა
სტილი
06.03.2024

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა. ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში, სადაც მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, ჩანს როგორ გადასცემენ ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს.

adidas-ის ახალი სახე ამჯერად, მორიგ ფოტოსესიას გვიზიარებს საკუთარ „ინსტაგრამ" გვერდზე წარწერით: „მეტი გოლი გზაშია"

აღსანიშნავია, რომ ცნობილ სპორტულ ბრენდთან კონტრაქტის დეტალები უცნობია. იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელთანაც adidas-მა ხელშეკრულება დადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×