დახურვა
სტილი
11.04.2024

მომღერალი ნინი ქარსელაძე იუბილარია.

მას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ,,ქუჩის ბიჭები" ულოცავენ.

,,გილოცავთ ნინი, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! ძალიან გვიყვარხარ".

ასევე სოციალურ ქსელში წერს ნინის დედა, ხათუნა ჟორდანია და შვილს იუბილეს ულოცავს.

,,ღმერთო მადლობა, რომ მაჩუქე ეს გოგო".

მისალოც ტექსტს აქვეყნებს მომღერალი ზურა ხაჩიძეც.

,,დღეს ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა!...მინდა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი იყო!...

ღმერთმა დაგლოცოს და მოგცეს ყველაფერი საუკეთესო!...

შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!

მიყვარხარ", - წერს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×