დახურვა
სტილი
23.04.2024

სოფო ბედიამ ახლახან გაგვიზიარა ფოტო, რომელიც ახალი კლიპის გადაღებიდან არის. კლიპს „Bedia Studio"-ს ბავშვებთან ერთად იღებს და მაყურებელს მალე წარუდგენს. სოფო ახალ ფოტოებზე შესანიშნავ ფორმაშია. მომღერალი fortuna.ge-ს სიახლეებზე ესაუბრა.

"ვიღებ კლიპს Bedia Studio-სთან ერთად. სიმღერას ჰქვია „მომენდე", რომლის მელოდიისა და ტექსტის ავტორიც გახლავთ კაკი ბოლქვაძე. რეჟისორიც ის არის, ხოლო ოპერატორები არიან ბესარიონ კვარაცხელია და ზვიად კარტოზია. სტუდიისთვის ჩემს ბავშვებთან ერთად ყოველ წელს ვიღებთ ხოლმე ვიდეორგოლებს, ჩემს ბავშვებთან ერთად მეც ვმღერი." - ამბიბს სოფო ბედია.

მან ასევე იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს მუდმივად ფორმაში ყოფნას:

"წონას მუდმივად ვაკონტროლებ. ვიცი, რა მასუქებს და რა მახდუნებს, მაქვს ჩემი კვების რაციონი. ძირითადად, სწორ კვებაზე ვარ - მოხარშული, გრილზე შემწვარი. შაქარს საერთოდ არ ვიღებ. მარილსაც ზომიერების ფარგლებში. თუ ტკბილი მომინდა, შავ შოკოლადს მივირთმევ. პერიოდულად მიწევს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც სწორი კვების რეჟიმს ვერ ვიცავ. გერმანიაში გახლდით და ისეთ კვებაზე ვიყავი, ცოტა მოვიმატე. როგორც კი დავბრუნდი, ისევ დავიწყე დიეტის დაცვა, რადგან ვცდილობ, წონა არ გამექცეს ისე, რომ მერე პრობლემა იყოს ფორმაში ჩადგომა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×